საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ესპანეთის სამეფოში ზურაბ პოლოლიკაშვილს, ესპანეთის გარდა ელჩის მოვალეობის შესრულება მოუწევს ანდორის სამთავროში, ალჟირის
სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მაროკოს სამეფოში.
ზურაბ პოლოლიკაშვილი პარლამენტმა ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩად მიმდინარე წლის 27 მარტს დაამტკიცა. 2005-2006 წლებში, პოლოლიკაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, 2009-2010 წლებში ეკონომიკური განვითარების მინისტრი იყო, ხოლო 2010 –2011 წლებში - "საფეხბურთო კლუბ თბილისის დინამოს" გენერალური დირექტორი.
გარდა ამისა, საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში ასევე დაფარავს ჩილეს და პარაგვაის რესპუბლიკებს.
აღნიშნული ცვლილებების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება გამოიცა.
