ქდმ საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის მოლაპარაკებებში საპატრიარქოს ჩართვას ითხოვს
ქდმ საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის მოლაპარაკებებში საპატრიარქოს ჩართვას ითხოვს
13:18 14.02.2012
"ქრისტიან–დემოკრატები" საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის ისტორიულ-კულტურული ძეგლების აღდგენასთან  დაკავშირებით წარმოებულ მოლაპარაკებებში საპატრიარქოს დაუყოვნებლივ ჩართვას ითხოვენ. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ გააკეთა.
მისი თქმით, ქდმ თურქეთისა და თურქი ხალხის მიმართ პატივისცემას გამოხატავს, რადგან მეზობელი ქვეყანა საქართველოს ტერიტორიებს მხარდაჭერას უცხადებს და საერთაშორისო არენაზე ამ ქვეყნის წარმომადგენლები მხარს საქართველოს უჭერენ.
თუმცა, თარგამაძის განცხადებით, მისი კრიტიკა ეხება არა თურქეთს, არამედ საქართველოს ხელისუფლების მიერ მოლაპარაკებების წარმოებას საპატრიარქოს გარეშე. მისი შეფასებით, ქვეყნის შიგნით და გარეთ საქართველოს კულტურული ძეგლების პატრონი და მათზე პასუხისმგებელი საქართველოს საპატრიარქოა, რომელიც მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს.
"ვითხოვთ, რომ მოლაპარაკებებში ჩართული იყოს საპატრიარქო და მას ინფორმაცია ჰქონდეს ყველა იმ ხელშეკრულებაზე, რაც გაფორმდება", - განაცხადა თარგამაძემ.


ბეჭდვა