დეპუტატებმა კანონპროექტები სხვისი პულტების გამოყენებით მიიღეს
დეპუტატებმა კანონპროექტები სხვისი პულტების გამოყენებით მიიღეს
19:11 10.04.2012
პარლამენტში დღეს კანონპროექტები სხვისი პულტების გამოყენებით დამტკიცდა.

სხდომაზე საღამოს რეგისტრაცია 96 დეპუტატმა გაირა, თუმცა, ამ დროს დარბაზში 61 დეპუტატი იმყოფებოდა.

სხვისი პულტების გამოყენება და კვორუმის არ არსებობა მოგვიანებით ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ მიკროფონის გარეშე გააპროტესტა, თუმცა, მას მიუთითეს, რომ ეს კენჭისყრის დაწყებამდე უნდა ეთქვა და არა კენჭისყრის მიმდინარეობისას.

დღეს პარლამენტმა რამდენიმე ათეული კანონპროექტი მიიღო.

ბეჭდვა