ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა.
როგორც „ნიუსპრესს“ სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ბარამიძე სტამბოლში ევრაზიის მე-15 ეკონომიკურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
სამიტზე მიწვეული არიან ალბანეთის, მაკედონიისა და მონტენეგროს პრეზიდენტები, ბოსნია-ჰერცოგოვინას პრემიერ-მინისტრი, მაკედონიის ვიცე-პრემიერი, აშშ-ს, ავსტრიის, ბელგიის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიის, უნგრეთის, ბულგარეთის, თურქეთის, ესტონეთის, რუმინეთის, ჩეხეთის რესპუბლიკის, უკრაინის, საბერძნეთისა და თურქეთის მინისტრები და პარლამენტის წევრები.
