უმრავლესობამ პარლამენტის სხდომების ქუთაისში ჩატარებას მხარი დაუჭირა
უმრავლესობამ პარლამენტის სხდომების ქუთაისში ჩატარებას მხარი დაუჭირა
18:44 10.04.2012
2012 წლის 1 მაისიდან პარლამენტის სხდომების ქუთაისში გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.  
კენჭისყრაზე აღნოშნული ცვლილებებისთვის ოპოზიციას მხარი არ დაუჭერია, რადგან ისინი პარლამენტის სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდნენ.
რეგლამენტში ცვლილება, რომლის თანახმადაც 1 მაისიდან პარლამენტის პლენარული სხდომები შეიძლება ჩატარდეს როგორც თბილისში, ისე ქუთაისში, პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით მიიღო.
კანონპროექტის ავტორი საპროცედურო საკითხთა კომიტეტია.

ბეჭდვა