ბაღათურია – პარლამენტში 70% მილიონერი ზის
ბაღათურია – პარლამენტში 70% მილიონერი ზის
18:12 10.04.2012
დეპუტატის, „ქართული დასის“ ლიდერის ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 70% მილიონერი ზის. ეს განცხადება ბაღათურიამ საპენსიო პაკეტის განხილვის დროს გააკეთა.
დეპუტატმა პლენარულ სხდომაზე კოლეგებს მოუწოდა გაითვალისწინონ პენსიონერთა მძიმე მდგომარეობა და პენსიის გაზრდას მხარი დაუჭირონ.
ბაღათურიას თქმით, ადამიანების ნაწილი ისეთ მდგომარეობაშია, რომ ნაგვის ბუნკერებთან კონფლიქტები ხდება.
დეპუტატმა ყველა კატეგორიის პენსიონერის პენსიის საარსებო მინიმუმამდე ანუ პირველ ეტაპზე 170 ლარამდე გაზარდა მოითხოვა.
„ამით პრეზიდენტის ცრუ შეპირებაც შესრულდება, რომელიც პენსიის 100 აშშ დოლარამდე გაზრდას შეეხება. პენსია დროულად უნდა გაიზარდოს. დიდი თანხა არაა საჭირო და ნამდვილად არ დაჯდება იმაზე ძვირი, ვიდრე ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე „მარშუტკებით“ ჩაყვანილი ტაშის დამკვრელები ჯდება“ – აღნიშნა ბაღათურიამ.

ბეჭდვა