ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილი დე-ფაქტო გენერალური პროკურორი თეიმურაზ ხუგაევი თანამდებობიდან მის გადაყენებას ნაადრევს უწოდებს.
როგორც ხუგაევმა ,,ოსინფორმს"" განუცხადა, ცხინვალის რეგიონში არსებული მძიმე საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის ფონზე პოსტიდან მისი გათავისუფლება ნაადრევი გადაწყვეტილება იყო."საკუთარ უფლებამოვალეობას ბოროტად არასოდეს ვიყენებდი. ადამიანმა კარიერა ქვეყნის ინტერესებზე მაღლა არ უნდა დააყენოს. მე მზად ვიყავი უახლოეს პერიოდში თანამდებობიდან ჩემი ნებით გადავმდგარიყავი", - აღნიშნა ყოფილმა გენპროკურორმა.დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ვადიმ ბროვცევმა გენერალური პროკურორი თეიმურაზ ხუგაევი თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლა.
