დავით ბაქრაძე ხვალ სამტრედიას ესტუმრება
დავით ბაქრაძე ხვალ სამტრედიას ესტუმრება
17:52 10.04.2012
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ხვალ სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთის მოსახლეობას შეხვდება. იგი სამტრედიაში სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნობა.
პარლამენტის თავმჯდომარე ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას რეგიონში განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრებს.
დავით ბაქრაძე სამტრედიას 13.00 საათზე ესტუმრება.



ბეჭდვა