პოლიტიკური მოძრაობა „თეთრების“ წევრებს „ერთიანი დემოკრატიული ფრონტის“ შექმნა ქვეყნისთვის აუცილებლობად მიაჩნიათ.
როგორც „ნიუსპრესს“ „თეთრების“ პრესცენტრიდან აცნობეს, „ერთიანი დემოკრატიული ფრონტის“ შექმნა აუცილებელია, რადგან მთავარი ხალხია და არა რომელიმე პოლიტიკური გაერთიანება.
„ორ თვეში ან ყველანი ერთად ვქმნით ერთიან ფრონტს, ან გარკვეული პოლიტიკური ძალები ვქმნით "ქართულ ძალას", ხოლო „სახალხო კრება“ ერთიან განახლებულ ეროვნულ მოძრაობას ჩაუდგება სათავეში“ - აცხადებენ „თეთრების“ წარმომადგენლები.
მათი თქმით, მთავარი ამოცანა ამ დიდ პროცესში ხალხის მონაწილეობაა.
„მთავარი ამოცანა იქნება ის, რომ ხალხი გახდეს ამ დიდი პროცესის მონაწილე და არა მაყურებელი, როგორც ეს ცალკეულ პოლიტიკოსებს, თუ პოლიტიკურ გაერთიანებებს წარმოუდგენიათ“ – აღნიშნავენ „თეთრების“ წარმომადგენლები.
