ბაღათურია-პრეზიდენტი და დეპუტატები პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან
ბაღათურია-პრეზიდენტი და დეპუტატები პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან
15:22 10.04.2012
„ქართული დასის” ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ დღეს პლენარულ სხდომაზე ანტიკორუფციული დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის 30 მარტის კენჭისყრაზე ჩავარდნის გამო, უკმაყოფილება გამოთქვა.   
„თქვენი მოქმედებით ხელი კორუფციულ დანაშაულს დააფარეთ და ამით ყველანი დანაშაულის დაფარვის თანამონაწილენი გახდით. ამის გამო პასუხისმგებლობას ვერც ერთი თქვენგანი და ვერც პრეზიდენტი გაექცევა“ – აღნიშნა ბაღათურიამ უმრავლესობის მისამართით.
პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრებისა და მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირთა საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხს უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.
კომისიის შექმნის ინიციატორი ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ იყო.

ბეჭდვა