ახვლედიანი – ოკუპირებულ ზონაში მოქცეულ მიწებზე მოსახლეობას გადასახადს არიცხავენ
ახვლედიანი – ოკუპირებულ ზონაში მოქცეულ მიწებზე მოსახლეობას გადასახადს არიცხავენ
15:19 10.04.2012
ფრაქცია „ქრისტიან–დემოკრატების“ თავმჯდომარის გიორგი ახვლედიანის განცხადებით, შიდა ქართლის მოსახლეობის ნაწილს, რომელთა სახნავ-სათესი მიწები 2008 წლის ომის შემდეგ ოკუპირებულ ზონაში მოექცა, სახელმწიფო მიწის გადასახადს მაინც არიცხავს.  
აღნიშნული განცხადება ახვლედიანმა პარლამენტის სხდომაზე გააკეთა. მისი მონაცემებით, მოსახლეობას ყოველწლიურად 1000 ლარამდე ოდენობის დავალიანება უგროვდება.
„ქრისტიან-დემოკრატები“ დავალიანების ჩამოწერას მოითხოვენ და უმრავლესობას რეაგირებიკენ მოუწოდებენ.

ბეჭდვა