ვეფხვაძე საწვავის ბიზნესში გველეშაპის არსებობაზე საუბრობს
ვეფხვაძე საწვავის ბიზნესში გველეშაპის არსებობაზე საუბრობს
14:56 10.04.2012
ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე საწვავის ბიზნესში გველეშაპის არსებობაზე საუბრობს და ხელისუფლებას ამ ბიზნესის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
ოპოზიციონერი დეპუტატი საწვავის ფასებთან დაკავშირებით უმრავლესობის წევრს აკაკი ბობოხიძეს გამოეხმაურა, რომელმაც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ხელისუფლებას საწვავზე ფასების რეგულირების ბერკეტი არ გააჩნია.
ლევან ვეფხვაძე ხელისუფლებას ურჩევს, საწვავის ბიზნესში თავისუფალი კონკურენცია დაუშვას, რის შედეგადაც, იგი 15-20 თეთრით გაიაფდება.
“არიან ადამაინები, რომლებიც გველეშაპივით ასხედან ამ ბიზნესს” – განაცხადა ვეფხვაძემ.

ბეჭდვა