პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომა დღეს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა და დეპუტატები მუშაობას შეუდგნენ.
პარლამენტარები პირველ სასესიო კვირას რამდენიმე კანონპროექტზე იმსჯელებენ. მათ შორის არის სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები და საგადასახადო კოდექსის პროექტი. დეპუტატებს რამდენიმე ხელშეკრულების რატიფიცირებაც მოუწევთ.
უკვე ცნობილია, რომ საგაზაფხულო სესიის განმავლობაში პარლამენტში პრეზიდენტი ქვეყნის მდგომარეობის შესახებ მოხსენებას გააკეთებს. უმრავლესობის წევრების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი პარლამენტს თებერვალში ეწვევა, თუმცა, კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით არ სახელდება.
