„ქართული ოცნება“ დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად ყველა წინადადებაზე იმსჯელებს
„ქართული ოცნება“ დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად ყველა წინადადებაზე იმსჯელებს
13:14 10.04.2012
კოალიცია „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულ და სამართლიან ვითარებაში ჩასატარებლად ყველა წინადადებას განიხილავს.  ეს განცხადება დღეს ბრიფინგზე კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ გააკეთა.
როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, მას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია ერთიანი ეროვნული ფრონტის შექმნასთან დაკავშირებით კოალიციის მიერ „სახალხო კრების“ შეთავაზების განხილვის შესახებ.
„პოლიტსაბჭოზე ასეთი განხილვა არ მახსოვს, მაგრამ რასაკვირველია, ყველა წინადადება, რომელიც ქართველი ხალხის გაერთიანებას ემსახურება მისასალმებელია და მსჯელობის საგნად იქცევა“ - აღნიშნა მან.
„სახალხო კრებამ“ ოპოზიციურ პოლიტიკურ სუბიექტებს ხელისუფლების შეცვლის მიზნით ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნის ინიციატივა მარტში გააცნეს.

ბეჭდვა