ბიძინა ივანიშვილი გეგმებს არ შეცვლის და პარტიას დააფუძნებს
ბიძინა ივანიშვილი გეგმებს არ შეცვლის და პარტიას დააფუძნებს
13:07 10.04.2012
მიუხედავად იმისა, ექნება თუ არა ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა, ის 21 აპრილს პარტიას მაინც დააფუძნებს.  ამის შესახებ დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძე განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე დასახულ გეგმებს არ შეცვლის.
პრეს-სპიკერის განცხადებით, ცვლილებები, რომელიც ხელისუფლებას კონსტიტუციაში შეაქვს მიხეილ სააკაშვილის პრობლემის მოსაგვარებლად ხდება.
„პრეზიდენტის ნება-სურვილი კანონზე მაღლა დააყენეს და დანაშაული ჩაიდინეს, ნატურალიზაციაზე უარყოფითი პასუხი გაგვცეს. სამი თვის თავზე ოფიციალურ კომენტარში ნათქვამია, რომ განცხადება არასწორი გზით იყო შეტანილი“ - განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ ამ პასუხს რეალურად ორი საათი სჭირდებოდა.
როგორც პრესსპიკერმა აღნიშნა, ივანიშვილს მოქალაქეობა ქართველმა ხალხმა მიანიჭა და სწორედ ამ სტატუსით დააფუძნებს ის პარტიას.

ბეჭდვა