რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების შემდეგ, რუსეთ-საქართველოს საზღვარი რუსეთის 30 000 ათასამდე მოქალაქემ გადმოკვეთა.
პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს ციფრი გასული წლის ამ პერიოდის მონაცემებს 70 პროცენტით აღემატება.
„პრეზიდენტი გუშინ პირადად იმყოფებოდა ლასის პუნქტზე, რათა ენახა რამდენად სწორად მუშაობს ის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე მიიღო. იგი პირადად შეხვდა საზღვარზე გადმოსულ რუსეთის ათეულობით მოქალაქეს“ - განაცხადა მანჯგალაძემ.
მანჯგალაძის განცხადებით, საზღვრის გადმოკვეთის გაზრდილი მაჩვენებელი მიღებული გადაწყვეტილების მართებულობას ადასტურებს.
