დეპუტატებმა ლეხ კაჩინსკის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს
დეპუტატებმა ლეხ კაჩინსკის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს
12:39 10.04.2012
დეპუტატებმა დღეს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის, მისი მეუღლის და პოლონეთის სახელმწიფო მოხელეების ხსოვნას.
„დღეს არის სმოლენსკის ტრაგედიის 2 წლისთავი. 2 წლის წინ, ავიაკატასტროფა მოხდა, რომლის დროსაც დაიღუპა საქართველოს ერთ–ერთი დიდი მეგობარი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე, პოლონეთის სახელმწიფო ელიტის წევრები, ხელისუფლების წარმომადგენლები. ეს იყო ტრაგედია არა მარტო პოლონეთისთვის, არამედ, პოლონეთის ყველა მეგობარი სახელმწიფოსთვის, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე დავით ბაქრაძემ.
მისი თქმით, ლეხ კაჩინსკი იყო ადამიანი, რომელიც ყველაზე კრიტიკულ წუთებში საქართველოს გვერდით დაუდგა და ყველაფერი გააკეთა ქვეყნის მხარდასაჭერად.
პოლონეთის პირველი პირის თვითმფრინავი სმოლენსკთან 2010 წლის 10 აპრილს ჩამოვარდა, რის გამოც 96 ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური ინფორმაციით, ავიაკატასტროფის მიზეზად ეკიპაჟის შეცდომები დასახელდა. თუმცა, შარშან პოლონელმა ექსპერტებმა 70 გვერდიანი დასკვნა წარმოადგინეს, სადაც ნათქვამია, რომ ეკიპაჟის წევრებმა შეცდომა რუსი დისპეჩერების გამო დაუშვეს.

ბეჭდვა