ონიშჩენკოს განცხადებაზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კომენტარს არ აკეთებს
ონიშჩენკოს განცხადებაზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კომენტარს არ აკეთებს
12:35 10.04.2012
რუსეთის მთავარი სანიტრის გენადი ონიშჩენკოს განცხადებაზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კომენტარისგან თავს იკავებს.
როგორ დღეს ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, იგი საჭიროდ არ მიიჩნევს ამ საკითხზე კომენტარს.
რუსეთის ფედერაციის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშჩენკომ განაცხადა, რომ საქართველოში ამერიკის სამხედრო ლაბორატორიების არსებობის გამო იგი შეშფოთებას გამოთქვამს.
ქვეყნის მთავარმა სანიტარმა რუსეთში ღორის ეპიდემია გაიხსენა და აღნიშნა, რომ სწორედ საქართველოში არსებული მსგავსი ლაბორატორიები გახდა ამის მიზეზი.
მისივე განმარტებით, მომავალ კვირას რუსი სპეციალისტები აშშ-ს ეწვევიან და ადგილზე შეეცდებიან ამ საკითხების განხილვას.

ბეჭდვა