პარლამენტის პლენარული სხდომა 26 მაისს ქუთაისში გაიმართება. აღნიშნული განცხადება საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილმა დღეს კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
კომიტეტი დღეს პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე მსჯელობდა, რომელიც 2012 წლის 1 მაისიდან საკანონმდებლო ორგანოს სხდომების ქუთაისში ჩატარებას შეეხება.
ახალი კანონპროექტით დგინდება, რომ 2012 წლის 1 მაისიდან, პარლამენტის პლენარული სხდომები შეიძლება ჩატარდეს, როგორც თბილისში, ისე ქუთაისში.
აღნიშნული ცვლილებების ავტორი საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტია. მასზე დეპუტატები პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.
