დეპუტატები 1 მაისიდან ქუთაისში პარლამენტის სხდომების გამართვაზე იმსჯელებენ
დეპუტატები 1 მაისიდან ქუთაისში პარლამენტის სხდომების გამართვაზე იმსჯელებენ
19:31 09.04.2012
დეპუტატები ხვალ პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ, რომელიც 2012 წლის 1 მაისიდან საკანონმდებლო ორგანოს სხდომების ქუთაისში ჩატარებას შეეხება.

ამ ცვლილებებს თავდაპირველად საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს, შემდეგ კი - იგი პლენარულ სხდომაზე გავა.

ახალი კანონპროექტით დგინდება, რომ 2012 წლის 1 მაისიდან, პარლამენტის პლენარული სხდომები შეიძლება ჩატარდეს, როგორც თბილისში, ისე ქუთაისში.

პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს საპარლამენტო ოპოზიცია არ ეთანხმება.

აღნიშნული ცვლილებების ავტორი საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტია.


ბეჭდვა