9 აპრილის მემორიალთან ინციდენტი მოხდა
9 აპრილის მემორიალთან ინციდენტი მოხდა
17:35 09.04.2012
"დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის" წარმომადგენლებს დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა 9 აპრილის მემორიალის მიმდებარე ტერიტორია დაატოვებინეს.
მოძრაობის წევრები მანანა გაბელია და მერაბ გეგელია 9 აპრილის მემორიალთან დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მივიდნენ და ხელისუფლების მისამართით მწვავე განცხადებებს აკეთებდნენ.
ისინი ახლანდელ და ყოფილ ხელისუფლებას ფაშისტებად და მკვლელებად მოიხსენიებდნენ და მათ აფხაზეთის დაკარგვაში ადანაშაულებდნენ. დაპირისპირება სწორედ ამის შემდეგ დაიწყო და დაცვამ ისინი ძალით გაიყვანა ტერიტორიიდან.
გაბელიამ და გეგელიამ იქაურობა უკვე დატოვეს.
პარლამენტთან ამ დროისთვის საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ელოდებიან.


ბეჭდვა