რუსთაველის გამზირზე მდებარე ყოფილი "იმელის" შენობისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის აღსადგენად დღეს,
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა იწყება.
ორგანიზაცია "ტფილისის ჰამქარი" მიიჩნევს, რომ იმელის შენობა ისტორიის ნაწილია და მის გადარჩენასთან ერთად, შენობისთვის იერსახის შენარჩუნებაც უნდა მოხერხდეს.
ამჟამად "იმელი" დუბაიში რეგისტრირებული კომპანია "დაბი-ჯგუფის" მფლობელობაშია. არაბმა ინვესტორებმა შენობის რეკონსტრუქციის სამუშაოებში ამ ეტაპზე 15-დან 18 მილიონამდე ლარი დახარჯეს.
იმელის შენობა 1938 წელს რუსი არქიტექტორის, ალექსეი შჩუსევის პროექტით აშენდა. ეროვნული მნიშვნელობის სტატუსი კი უძრავი ძეგლების აღრიცხვის შემდეგ, 1986 წელს მიენიჭა.
