პარტიამ "განახლებული საქართველოსთვის" 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო
პარტიამ "განახლებული საქართველოსთვის" 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო
17:14 09.04.2012
პოლიტიკური პარტია ,,განახლებული საქართველოსთვის" ლიდერებმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი პარტიის გვირგვინით შეამკეს.
როგორც პარტიის ლიდერმა ნანა გულუამ 9 აპრილის მემორიალთან განაცხდა, 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობას და ერთიანობას საფრთხე შეექმნა.
მისივე თქმით, დღეს საქართველო კვლავ განსაცდელშია, რადგან დაიკარგა აფხაზეთი და სამაჩაბლო, აღსადგენია ტერიტორიული მთლიანობა.
ნანა გულუა განმარტავს, რომ სწორედ ამიტომ აპრილის ბოლოს პარტია დევნილთა ფართომასშტაბიანი შეკრებისთვის ემზადება, რათა დაკარგულ ტერიტორიებზე დევნილთა დაბრუნების პროცესი დაიწყოს.
,,9 აპრილი დაუვიწყარი თარიღია ყველა იმ ქართველისთვის, ვისაც გააზრებული და გაცნობიერებული აქვს სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ფასი. დამოუკიდებლობა და გამარჯვება იოლად არ მოსულა ჩვენთან. 9 აპრილს უკვდავყოფილი გმირების სახელები სწორედ ამაზე მეტყველებენ. ჩვენ კიდევ ერთხელ გავიხსენეთ მათი გმირობა და პატივი მივაგეთ მათ ხსოვნას" -განაცხადა ნანა გულუამ.

ბეჭდვა