საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს სამხედრო მოსამსახურეებს დააჯილდოებს.
"ნიუსპრესის" ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონია პარლამენტის შენობის ეზოში გაიმართება,
სადაც უკვე შესაბამისი მზადება მიმდინარეობს.
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს სტეფანწმინდაშიც იმყოფებოდა, სადაც ახალი სამედიცინო დაწესებულება დაათვალიერა და სტეფანწმინდის განვითარების აუცილებლობასა და იქ დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
მისი თქმით, სტეფანწმინდაში აშენდება გვირაბი, განვითარდება ინფრასტრუქტურა და ტურიზმი.
