საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ყაზბეგს სტუმრობდა.
სახელმწფიოს მეთაურმა დეკემბერში გახსნილი თანამედროვე სამედიცინო ცენტრი დაათვალიერა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის პირველი პირი ახალი ქართული კომპანიის "რუმს ჰოტელის" სასტუმროს "რუმს ყაზბეგის" მშენებლობის პროცესითაც დაინტერესდა.
სააკაშვილი ყაზბეგის მოსახლეობას შეხვდა და მათ რეგიონის განვითარების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე ესაუბრა.
"ქვეყნის პირველი პირი მოულოდნელად ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზეც მივიდა და რუსეთიდან საქართველოში შემოსულ სტუმრებს პირადად შეხვდა" - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
