ირაკლი წერეთელი - 9 აპრილის ტრაგედიამ საბჭოთა კავშირის დაშლას შეუწყო ხელი
ირაკლი წერეთელი - 9 აპრილის ტრაგედიამ საბჭოთა კავშირის დაშლას შეუწყო ხელი
14:04 09.04.2012
"ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი წერეთლის შეფასებით, საბჭოთა კავშირის მიზანი 1989 წლის 9 აპრილს აქციის სისხლიანი  დარბევით საქართველოს დასჯა იყო. 
როგორც დღეს ირაკლი წერეთელმა 9 აპრილის მოვლენების შეფასებისას განაცხადა, აქციის მონაწილეების დასჯა საბჭოთა კავშირის მიზანი არ ყოფილა, რადგან დასაჯელად ბევრი სხვა საშუალება და მეთოდი არსებობს.
მისი განცხადებით, 9 აპრილის ტრაგედიამ შემდეგ საბჭოთა კავშირის დაშლას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.
ირაკლი წერეთელმა 9 აპრილის მემორიალთან ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი დღეს გამთენიისას მიაგო. ამ დროისთვის ის ისევ პარლამენტის წინ იმყოფება.

ბეჭდვა