საგარეო უწყება 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებს
საგარეო უწყება 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებს
13:39 09.04.2012
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას, რომელთაც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის თავი გასწირეს, პატივს მიაგებს.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, ეს დღე ქართული სახელმწიფოებრიობის განახლების სიმბოლოდაც იქცა.
"ეს არის ძალიან რთულად მოპოვებული დამოუკიდებლობა, რომლის შენარჩუნებისთვისაც, რამდენად პარადოქსული არ უნდა იყოს, დღესაც ბრძოლა გვიწევს" - აღნიშნა მან.
კალანდაძის თქმით, ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ზრუნვა ხელისუფლების ყოველდღიური საქმიანობის შემადგენელი ნაწილია.

ბეჭდვა