აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის ფარგლებში, მორიგი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 11 აპრილს ვაშინგტონში გაიმართება.
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.
"ეს შეხვედრა იმ ოთხი ჯგუფიდან ერთ-ერთია, რომელიც ამ ეტაპზე, დემოკრატიის ჯგუფის შეხვედრას გულისხმობს" - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მისი ინფორმაციით, ქართული მხრიდან დელეგაციას უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, ხოლო ამერიკულ მხარეს - სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონი უხელმძღვანელებს.
