ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტის თარიღი ზუსტდება
ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტის თარიღი ზუსტდება
12:35 09.04.2012
ამერიკის შეერთებული შტატების მდივნის ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით დეტალები ისევ ზუსტდება.
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
"დეტალები ზუსტდება. დიდი ალბათობით მისი საქართველოში ვიზიტის თარიღი მალე გახდება ცნობილი" - აღნიშნა კალანდაძემ.
ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტი გავრცელებული ინფორმაციით გაზაფხულის დასაწყისში იგეგმებოდა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი საქართველოში 2010 წლის ზაფხულში იმყოფებოდა.

ბეჭდვა