ირაკლი ალასანია - 9 აპრილი ქართველებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა
ირაკლი ალასანია - 9 აპრილი ქართველებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა
12:27 09.04.2012
პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას შეფასებით, 9 აპრილი ქართველებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა, რადგან  23 წლის წინ ქართველებმა მსოფლიოს გამორჩეული გაუტეხელობა აჩვენეს. ეს განცხადება ალასანიამ დღეს 9 აპრილის მემორიალთან გააკეთა.
მისი თქმით, საქართველოს თავისუფლებისკენ სწრაფვა არ გაჩერებულა და 9 არპლიდან 2 წლის შემდეგ ქვეყანამ დამოუკიდებლობა აღადგინა.
"20 წლის განმავლობაში სწორედ ასეთი ერთსულოვნება და ერთმანეთის გვერდით დგომა გვაკლდა. დღეს სწორედ ამის დემონსტრირება უნდა მოვახდინოთ ქართველებმა - ყველა ერთად უნდა დავდგეთ, შუღლი გვერდზე გადავდოთ და ისევ ისეთი შემართებით დავიწყოთ ეროვნული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობა" - განაცხადა ალასანიამ.


ბეჭდვა