იმელის შენობისთვის სტატუსის აღდენასთან დაკავშირებით საქმის განხილვა იწყება
იმელის შენობისთვის სტატუსის აღდენასთან დაკავშირებით საქმის განხილვა იწყება
18:24 13.02.2012
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხვალ, რუსთაველის გამზირზე მდებარე იმელის შენობისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის აღდგენასთან დაკავშირებით საქმის განხილვა იწყება.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ტფილისის ჰამქარი" მიიჩნევს, რომ იმელის შენობა ისტორიის ნაწილია და მის გადარჩენასთან ერთად, შენობისთვის იერსახის შენარჩუნებაც უნდა მოხერხდეს.
ამჟამად, იმელი დუბაიში რეგისტრირებული კომპანია "დაბი-გრუპის" მფლობელობაშია. არაბმა ინვესტორებმა მიწის სამუშაოებში 15-დან 18 მილიონამდე ლარი გადაიხადეს.
იმელის შენობა 1938 წელს რუსი არქიტექტორის, ალექსეი შჩუსევის პროექტით აშენდა. ეროვნული მნიშვნელობის სტატუსი კი უძრავი ძეგლების აღრიცხვის შემდეგ, 1986 წელს მიენიჭა.

ბეჭდვა