ბაქრაძე - დღევანდელი დღე იმის შეხსენებაა, თუ რა ფასი დაუჯდა ქართველ ერს დამოუკიდებლობა
ბაქრაძე - დღევანდელი დღე იმის შეხსენებაა, თუ რა ფასი დაუჯდა ქართველ ერს დამოუკიდებლობა
12:07 09.04.2012
პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის შეფასებით დღევანდელი დღე საქართველოს თავისუფლების და ამ თავისუფლებისთვის ბრძოლაში გაღებული დიდი მსხვერპლის სიმბოლოა.
მისი თქმით, ასევე, დღევანდელი დღე იმის შეხსენებაა, თუ რა ფასი დაუჯდა საქართველოს და ქართველ ერს თავისუფლება და დამოუკიდებლობა.
"დღევანდელი დღე არის იმის შეხსენება, თუ რამხელა პასუხისმგებლობა გვეკისრება რომ თავისუფლება შევინარჩუნოთ, რომლის მოპოვებასაც ამდენი უდანაშაულო ადამიანის სისხლი დასჭირდა" - განაცხდა ბაქრაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ 9 აპრილის მემორიალთან ამ დღეს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შედეგად 21 მოქალაქე დაიღუპა.

ბეჭდვა