უფლებადამცველმა დავით სანაკოევმა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნა გადაწყვიტა.
"ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა დამარწმუნა, რომ მოსახლეობის 42%-ს რაღაც ახალი და უკეთესი სურს. გამომდინარე აქედან, ჩვენ შევქმნით ახალ პოლიტიკურ პარტიას, რათა ჩემი ამომრჩევლების სურვილი არ დაიკარგოს და პრეზიდენტამდე მივიდეს "-განაცხადა დავით სანაკოევმა.
სამხრეთ ოსეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბელა პლიევას განცხადებით, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 54,12%-ით დე-ფაქტო უშიშროების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ლეონით თიბილოვმა გაიმარჯვა. უფლებადამცველმა კანდიდატმა დავით სანაკოევმა კი, ხმათა 42,98% მიიღო.
