ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
10:41 09.04.2012
პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი პარლამენტის წინ 9 აპრილის მემორიალთან მივიდა და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
ივანიშვილმა მემორიალი ტიტებით შეამკო და 9 აპრილის ტრაგედიასა და საქართველოს ისტორიაში ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
1989 წლის 9 აპრილს თბილისში მომხდარი ტრაგედიდან 23 წლი გავიდა.
საქართველოს ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებმა 1989 წლის 4 აპრილს ქვეყნის საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გასვლის და დამოუკიდებლობის აღდგენის ლოზუნგით მიტინგების ორგანიზება და შიმშილობა დაიწყეს.
9 აპრილს გამთენიისას სპეცდანიშნულების რაზმების ასობით ჯარისკაცმა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალის იგორ როდიონოვის ხელმძღვანელობით, მიტინგის მონაწილეთა დარბევა დაიწყო. დარბევა ხელკეტების, ორლესული ნიჩბებისა და მომწამვლელი გაზის გამოყენებით მოხდა. ამის შედეგად, 21 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 16 ქალი გარდაიცვალა, ბევრი დაიჭრა, 2 000-ზე მეტი კი - გაზით მოიწამლა.

ბეჭდვა