დავით სანაკოევის შტაბი ე.წ. არჩევნების პროცესში დარღვევებს აფიქსირებს
დავით სანაკოევის შტაბი ე.წ. არჩევნების პროცესში დარღვევებს აფიქსირებს
16:56 08.04.2012
დე ფაქტო სამხერეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტობის უფლებადამცველი კანდიდატის დავით სანაკოევის შტაბი დასახლებულ პუნქტ "ვერხნი რუკის" საარჩევნო უბნებზე მომხდარი  დარღვევების შესახებ იტყობინება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
სანაკოევის შტაბის იურისტის მადინა კოზაევას თქმით, აღნიშნული პუნქტის საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლებს მუშაობისას დაბრკოლებები შეექმნათ. მათ საშუალება არ ჰქონდათ დაკვირვებოდნენ ვინ მიდიოდა საარჩევნო ყუთთან და რამდენ ბიულეტენს აგდებდა.
მისივე თქმით, შტაბმა აღნიშნულის შესახებ საჩივრით ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე მიმართა. კომისიაში კი - დარღვევის ფაქტი უარყვეს.
მანამდე ე.წ. კომისია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ექსცესებისა და დარღვევების გარეშე მიმდინარეობდა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში "საარჩევნო უბნები" 08.00 საათზე გაიხსნა. ე.წ არჩევნებზე გამარჯვებისთვის ორი კანდიდატი - დე-ფაქტო უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ლეონიდ თიბილოვი და უფლებადამცველი დავით სანაკოევი იბრძვიან.

ბეჭდვა