საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ლატვიის სეიმის თავმჯდომარე სოლვიტა აბოლტინას შეხვდა.
როგორც დახურული შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფნგზე დავით ბაქრაძემ განაცხადა, ორი ქვეყნის ურთიერთობა ტრადიციულად ვითარდება. ლატვიის პარლამენტი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც კომიტეტების დონეზე მიიღო გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიებისა და ოკუპაციის შესახებ.
"ყველა მნიშვნელოვან საკითხში, იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ევროპული თუ ევროატლანტიკური ინტეგრაცია, საქართველოსა და ლატვიას შორის ძალიან მეგობრული ურთიერთობები არსებობს. ასეთი კარგი ურთიერთობები ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ჯერ კიდევ 2003 წლიდან გვქონდა. შესრულდა ბევრი გაცვლითი პროგრამა" - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
როგორც სოლვიტა აბოლტინამ ბრიფინგზე განაცხადა, ლატვია მუდამ მხარს უჭერდა საქართველოს მისწრაფებას ნატოსა და ევროკავშირისკენ.
"პროგრესს ველით ჩიკაგოს სამიტიდან" - აღნიშნა სოლვიტა აბოლტინამ.
