შეწყალების კომისიის სხდომა 14:00 საათზე დაიწყება
შეწყალების კომისიის სხდომა 14:00 საათზე დაიწყება
12:52 08.04.2012
პატიმართა შეწყალების კომისია 14:00 საათზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიკრიბება.
კომისიის წევრები სააღდგომოდ მსჯავრდებულთა შეწყალების მიზნით, 416 პატიმრის საქმეს განიხილავენ.  მათგან 76 ქალი ხოლო 9 არასრულწლოვანია. ამ დროისთვის ცნობილი არ არის თუ რამდენ მათგანს შეიწყალებს პრეზიდენტი.
კომისია მხოლოდ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დანაშაულისთვის პატიმრობაში მყოფ იმ პირებზე იმსჯელებს, რომელთაც სასჯელის ნახევარი უკვე მოხდილი აქვთ.
შეწყალებული პატიმრები აღდგომის ბრწინვალე დღესასწაულს საკუთარ სახლში გაატარებენ.


ბეჭდვა