ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე სამხრეთ ოსეთში ამომრჩეველთა აქტივობამ 13%-ს მიაღწია
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე სამხრეთ ოსეთში ამომრჩეველთა აქტივობამ 13%-ს მიაღწია
12:35 08.04.2012
ე.წ. სამხრეთ ოსეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 13,63%-ს მიაღწია. ამის შესახებ ჟურნალისტებს ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბელა პლიევამ განუცხადა.  

ამ დროისთვის ქალაქ ცხინავლში ამომრეჩეველთა 11% მივიდა უბნებზე.

ე.წ. სამხრეთ ოსეთში „საარჩევნო უბნები“ 08.00 საათზე გაიხსნა. ე.წ არჩევნებზე გამარჯვებისთვის ორი კანდიდატი - დე-ფაქტო უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ლეონიდ თიბილოვი და უფლებადამცველი დავით სანაკოევი იბრძვიან. ორივე მათგანმა საკუთარი არჩევანი უკვე დაფიქსირა.

ბეჭდვა