სამხრეთ ოსეთში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოკუპირებული ტერიტორიის მთავრობამ დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი ჩაკეტა.
რუსული მედიის ცნობით, ე.წ სამართალდამცვები და ძალოვანი სტრუქტურები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ.
ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, საქართველოსთან „საზღვარი“ მოსაბრუნის, არცევის, სინაგურისა და კარზმანის დასახლებულ პუნქტებთან გადაიკეტა.
აღნიშნულ პუნქტებზე მოქალაქეთა მიმოსვლა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ დღეს 20:00 საათიდან აღდგება.
ძალოვანი უწყებების ინფორმაციით, გადაწყვეტილება არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით იქნა მიღებული.
ე.წ არჩევნებისთვის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს 1000-მდე თანამშრომელია მობილიზებული.
სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. საარჩვევნო უბნები 8:00 საათზე გაიხსნა.
