სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს იმართება
სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს იმართება
10:10 08.04.2012
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში დღეს ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება.   არჩევნებში მონაწილეობას დე-ფაქტო უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ლეონიდ თიბილოვი და უფლებადამცველი დავით სანაკოევი მიიღებენ.
ცხინვალის რეგიონში განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნები 25 მარტს გაიმართა, რადგან გასული წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნები სამხრეთ ოსეთის უზენაესმა სასამართლომ უკანონოდ სცნო.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში გუშინ სიჩუმის დღე იყო გამოცხადებული.

ბეჭდვა