მოძრაობა „თეთრებმა“ კონგრესზე ბოლო 8 წლის მოვლენები შეაფასა
მოძრაობა „თეთრებმა“ კონგრესზე ბოლო 8 წლის მოვლენები შეაფასა
16:02 07.04.2012
პოლიტიკური მოძრაობა „თეთრების” წევრებმა დღეს დამფუძნებელი კონგრესის გახსნაზე, გასული 8 წლის ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ანალიზი წარმოადგინეს.
ანალიზი წიგნის სახით გამოიცა და მასში ქვეყნის მდგომარეობაა ასახული.
„თეთრების“ ლიდერის თემურ შაშიაშვილის თქმით, დღეს საქართველოს მეცნიერებას ებრძვიან, განათლება მოისპო, სკოლა კი პოლიციური გახდა.
„საქართველოს მოსახლეობას ნახევარი მინიმალურ საკვებს ვერ იღებს. მილიონნახევარი საქართველოს მოქალაქე ქვეყნის გარეთ არის გასული. სკოლებში დამყარებულმა რეჟიმმა ქუჩაში და ოჯახებში გადაინაცვლა. სინამდვილეში არ გაზრდილა არც ქვეყნის ბიუჯეტი. ბიუჯეტი გაიზარდა იმდენჯერ, რამდენჯერაც გაიზარდა ფასები“ - აღნიშნა შაშიაშვილმა.
მისივე თქმით, კონგრესის მთავარი სათქმელი პოლიტიკური მოვლენების რეალურად დანახვა, შეფასება და პრობლემების გადაჭრის გზების ძებნაა.
„კონგრესს 3 თვის შემდეგ დავამთავრებთ იმ პროგრამით, რომელსაც სახელად ერქმევა „საქართველო ხვალ“ - განაცხადა „თეთრების“ ლიდერმა.
„თეთრების“ დამფუძნებელი კონგრესი დღეს გაიხსნა და 3 თვე გასტანს. ის „თეთრების“ დაარსების სამი წლისთავს ეძღვნება.

ბეჭდვა