ფიქრია ჩიხრაძე - გლეხები სოფლის მეურნეობის სამინისტროზე გონივრულად მსჯელობენ
ფიქრია ჩიხრაძე - გლეხები სოფლის მეურნეობის სამინისტროზე გონივრულად მსჯელობენ
14:26 07.04.2012
პოლიტიკური პარტია "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე დღეს დედოფლისწყაროს რაიონის მოსახლეობას შეხვდა.
„ახალი მემარჯვენეების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მოსახლეობა ტრაქტორების სიმცირისა და საწვავის სიძვირის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს .

ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან გლეხებს გაზაფხულზე ბევრად მეტი ხელშეწყობა სჭირდება, ვიდრე დღეს ხდება.

"მარტო ტრაქტორზე დაჯდომა და განცხადებების გაკეთება, რომ გლეხებს დაეხმარები, საკმარისი არ არის. მათ მართლაც რეალური დახმარება სჭირდებათ. გლეხები უფრო გონივრულად მსჯელობენ თუ როგორ შეიძლება ტრაქტორებისა და საწვავის პრობლემის მოგვარება, ვიდრე სოფლის მეურნეობის სამინისტრო"- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
„ახალი მემარჯვენეები“ რაიონებში მოსახლეობასთან შეხვედრების გაგრძელებას კვლავ გეგმავენ.

ბეჭდვა