საგარეჯოს ცენტრის რეაბილიტაციაზე 2 მილიონი ლარი დაიხარჯება
საგარეჯოს ცენტრის რეაბილიტაციაზე 2 მილიონი ლარი დაიხარჯება
13:53 07.04.2012
საგარეჯოს ცენტრის რეაბილიტაციის ახალ პროექტზე 2 მილიონი ლარი დაიხარჯება.  ამის შესახებ დავით ბაქრაძემ დღეს საგარეჯოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ეზოში მოსახლეობასთან გამართული შეხვედრისას განაცხადა.
პროექტის თანახმად საგარეჯოს ცენტრის რეაბილიტაციის ფარგლებში კეთილმოეწყობა მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, გაკეთდება მინი-სპორტული მოედანი, სკვერი და დაიგება ასფალტი ცენტრის მიმდებარე ქუჩებზე.

„სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, ბიუჯეტში არსებული თითოეული თეთრი მოსახლეობას მოხმარდება“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას მან ასევე ისაუბრა დაზღვევის და დასაქმების პროგრამებზე, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე და უკვე განხორციელებულ და დასრულებულ პროექტებზე.


ბეჭდვა