„ქრისტიან-დემოკრატები“ სოციალურად დაუცველ პირთა პრობლემების მოგვარებას ითხოვენ
„ქრისტიან-დემოკრატები“ სოციალურად დაუცველ პირთა პრობლემების მოგვარებას ითხოვენ
13:09 07.04.2012
თბილისის საკრებულოს „ქრისტიან-დემოკრატი“ დეპუტატი ზაზა გაბუნია ხელისუფლებას სოციალურად დაუცველი მოქალაქეების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ ზაზა გაბუნიამ დღეს, ავლაბარში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოქალაქე ზინაიდა ბაბაიანთან სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის, მერიასა და შვეიცარიულ სააგენტოს სოციალურად დაუცველთა პროგრამა აქვთ, რომლითაც მათ სოციალური საცხოვრისები გადაეცემათ.
„ამ პროგრამაში მოსახვედრად კონკურსი საკმაოდ მაღალია, თუმცა ზინაიდა ბაბაიანი თავისი სოციალური ქულებით ყველა პირობას აკმაყოფილებს. ამიტომ, სოციალური საცხოვრისის გადასაცემად, ჩვენ მას მერიასთან შუამდგომლობას გავუწევთ“ - განაცხადა გაბუნიამ.
„ქრისტიან-დემოკრატები“ ხელისუფლებისგან მსგავსი პრობლემების წინაშე მდგარი მოქალაქეების დაცვასაც მოითხოვენ.


ბეჭდვა