საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარესთან ერთად ლატვიის საელჩოს ახალი შენობის გახსნას დაესწრო.
"დღეიდან ორ ქვეყნას შორის სრულმასშტაბიანი ურთიერთობები არსებობს. არსებობს პირდაპირი ფრენები თბილისსა და რიგას შორის, არის ლატვიის საელჩო თბილისში და საქართველოს საელჩო რიგაში," – განცახადა დავით ბაქრაძემ. მისივე თქმით, ყველა პირობაა, რომ ურთიერთობები გაღრმავდეს არა მხოლოდ რიგითი მოქალაქეებისა და ტურისტების დონეზე, არამედ, ბიზნესისა და ბიზნესმენების დონეზე.
ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარე სოლვიტა აბოლტინა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პარლამენტის თავმჯდომარის რანგში ეს მისი პირველი ვიზიტია.
ვიზიტის ფარგლებში სოლვიტა აბოლტინა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდება.
დაგეგმილია შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან და პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან.
ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარე თბილისს 15 თებერვალს დატოვებს.
