გიორგი ტუღუში - პოლიტპატიმრის სტატუსის განსაზღვრა სახალხო დამცველის ფუნქცია არ არის
გიორგი ტუღუში - პოლიტპატიმრის სტატუსის განსაზღვრა სახალხო დამცველის ფუნქცია არ არის
10:42 07.04.2012
ომბუდსმენი გიორგი ტუღუში განმარტავს, რომ სახალხო დამცველის მანდატში პოლიტპატიმრის სტატუსის განსაზღვრა არ შედის.  ეს განმარტება გიორგი ტუღუშმა მას შემდეგ გააკეთა, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სახალხო დამცველი პოლიტპატიმრებზე საუბარს თავს შეგნებულად არიდებს.
„სახალხო დამცველის აპარატი ვერ იქნება ის უწყება, რომელიც ვინმეს კონკრეტულ სტატუსს დაუდგენს, იქნება ეს პოლიტიკური თუ სხვა ტიპის პატიმარი. ეს არ შედის სახალხო დამცველის მანდატში, ეს ფუნქცია სახალხო დამცველს არ გააჩნია“, - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.
მისივე თქმით, სახალხო დამცველის კომპეტენციაა რეაგირება მოახდინოს უფლებადარღვევის ფაქტზე და მას სამართლებრივი შეფასება მისცეს.
სახალხო დამცველის 650 გვერდიანი წლიური ანგარიში, პარლამენტის სამმა კომიტეტმა განიხილა.

ბეჭდვა