დღეს პოლიტიკური მოძრაობა „თეთრების“ დამფუძნებელი კონგრესი გაიხსნება.
როგორც „ნიუსპრესს“ „თეთრებიდან“ აცნობეს, კონგრესის მონაწილეთა მსჯელობის მთავარი თემა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ვითარებაა.
„თეთრების“ ლიდერის თემურ შაშიაშვილის შეფასებით, საქართველოში პოლიტიკური პროცესები მოკვდა.
„ამის ნიშანი ისაა, რომ პოლიტიკოსები საუბრობენ ერთმანეთზე და არა ერთმანეთთან, პოლიტიკური დიალოგი პოლიტიკურმა მონოლოგმა შეცვალა, კონკურენცია – დაპირისპირებამ, ხოლო ენერგიულობა – აგრესიულობამ“ - აცხადებს შაშიაშვილი.
მისი თქმით, სუსტ პოლიტიკოსებს ძლიერებთან პირისპირ დგომა აშინებთ, ამიტომ დიქტატურას ეგუებიან და მისივე მსხვერპლი ხდებიან.
