ხვალ პოლიტიკური მოძრაობა „თეთრების“ დამფუძნებელ კონგრესი გაიხსნება.
როგორც „ნიუსპრესს“ „თეთრებიდან“ აცნობეს, კონგრესის მონაწილეთა მსჯელობის მთავარი თემა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ვითარება იქნება.
„თეთრების“ ლიდერის თემურ შაშიაშვილის შეფასებით, საქართველოში პოლიტიკური პროცესები მოკვდა.
„ამის ნიშანი ისაა, რომ პოლიტიკოსები საუბრობენ ერთმანეთზე და არა ერთმანეთთან, პოლიტიკური დიალოგი პოლიტიკურმა მონოლოგმა შეცვალა, კონკურენცია – დაპირისპირებამ, ხოლო ენერგიულობა – აგრესიულობამ“ - აცხადებს შაშიაშვილი.
მისი თქმით, სუსტ პოლიტიკოსებს ძლიერებთან პირისპირ დგომა აშინებთ, ამიტომ დიქტატურას ეგუებიან და მისივე მსხვერპლი ხდებიან.
შაშიაშვილის აზრით, დღევანდელი საქართველოს პოლიტიკოსთა პოლიტიკური პორტრეტია კამათის უუნარობა, ერთმანეთთან საუბრის შიში და საჯარო გამოსვლები მხოლოდ ერთმანეთზე ქილიკით.
