პაპუნა დავითაიამ იტალიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში შეხვედრა გამართა
პაპუნა დავითაიამ იტალიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში შეხვედრა გამართა
17:57 06.04.2012
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია იტალიის პარლამენტში საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ფრანკო ნარდუჩის შეხვდა.
ამ შეხვედრით დასრულდა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პაპუნა დავითაიას ვიზიტი იტალიაში.
როგორც „ნიუსპრესს“ დიასპორის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრის მიზანი დიასპორის საკითხებში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება იყო.
დიასპორის აპარატში აცხადებენ, რომ იტალიას აღნიშნული მიმართულებით მუშაობის თვალსაზრისით მრავალმხრივი გამოცდილება აქვს.

ბეჭდვა