საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების განხილვა რეგიონებში გაგრძელდება.
ეს განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა დღეს, საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის სხდომაზე გააკეთა.
კუბლაშვილის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და ქალაქებში იქნება განხილული და ამის ორგანიზებაში მათ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) დაეხმარება.
„საზოგადოება ჩართული იქნება იმ პროცესში, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებს უკავშირდება“ - აღნიშნა მან.
დღეს საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ ის საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილა, რომლის თანახმადაც, პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 21 წლიდან, აგრეთვე 21 წლის ასაკს მიღწეული პირი, რომელსაც დაბადებულია და 10 წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში და აქვს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა.
